გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი- კახეთში მონადირეს დანაწევრებული შვლის ხორცი ჩამოართვეს

9-01-2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევს კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი ჩამოერთვა.

„მასალები შეიცავს სისხლი სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930