გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება" პარტიულ კონფერენციებს გამართავს

27-03-2023

„ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.


პირველი კონფერენცია 28 მარტს, ბათუმში ჩატარდება.


მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.


კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს.


29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930