გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

29-03-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროსსხვადასხვაწარმომადგენლებს შეხვდა.


ბათუმში გამართულ შეხვედრას მაია ომიაძესთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.


მაია ომიაძემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო, ასევე მოისმინა კერძო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივები და რეკომენდაციები სხვადასხვა პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, შემოსავლების გაზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930