გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება

13-04-2023

ღვინის ეროვნული სააგენტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. კადასტრის მნიშვნელობაზე და პროგრამის დეტალებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.


ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს მოიცავს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას.


მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგრამის განხორციელების პროცესშიჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.


ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031