გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა

10-08-2018

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რამდენიმე ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა.


ამ დროისთვის ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია.


ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით,  გაწმენდითი სამუშაოები დილიდან  მიმდინარეობს.


უღელტეხილზე ქართველები და უცხოელი ტურისტები არიან ჩარჩენილები.


„თუშეთის და ასევე ფშაველის მხრიდან მიდის ტექნიკა. ველაპარაკე ტურისტებს ღამე. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, თვითონაც არ იცოდნენ ზუსტად, თან კავშირი წყდებობა. მათი თქმით, უცხოელი ტურისტებიც არიან“- განაცხადა სოფელ ომალოში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930