გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

24-05-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.
Tავდაცვის მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდი ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე. გადაიფარა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სეგმენტის ჩართულობაც და სხვა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930