გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: კანდიდატმა, რომელიც გაიმარჯვებს, თავად უნდა გადაწყვიტოს, სად იყოს

17-08-2018

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი პრეზიდენტის სასახლის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმ სასახლეში უნდა იყოს, რომელიც ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ მის ფუნქციებს შესაბამება. 
ამასთან, სუბარი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ შენობაში გააგრძელებს საქმიანობას. 
"მიმაჩნია, პრეზიდენტი უნდა იყოს იმ სასახლეში, რომელიც არის შესატყვისი მისი იმ ფუნქციების, რასაც ახალი კონსტიტუცია აწესებს, თუმცა თითოეულმა ადამიანმა, იმ კანდიდატმა, რომელიც გაიმარჯვებს, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს, არანაირი მითითება არ იქნება. პირადად მე ვფიქრობ, იმ ფუნქციების გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ორბელიანის სასახლე მისთვის არის აბსოლუტურად შესატყვისი", – განაცხადა სოზარ სუბარმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930