გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერმა სოფელ დოესის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ეზოში ახლადმოწყობილი გასართობი სივრცე და ბაღის შენობა დაათვალიერეს

10-06-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ დოესის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ეზოში ახლადმოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე და ბაღის შენობა დაათვალიერეს.

 

ეზოში მოეწყო სხვადასხვა გასართობი საშუალება, მრავალფუნქციური სასრიალო, საქანელა, ზამბარიანი სათამაშოები, აიწონა-დაიწონა და დასასვენებელი სკამები.

კეთილმოწყობილ საბავშვო ბაღის შენობაში პატარებს განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საბავშვო სივრცეები აუცილებელია, შესაბამისად ყველა იმ საბავშვო ბაღში მოეწყობა ეზო, სადაც დღემდე არ არსებობს.

 

მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება

- შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031