გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

27-06-2023

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში - “Batumi Book & Higher Education 2023”.

 

დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა ავტორობით გამოცემულ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებს.

 

საზოგადოების წინაშე წარსდგნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და ცენტრის საგამომცემლო სამსახურის ხელმძღვანელი ლანა გრძელიშვილი.

 

მათ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის საქმიანობის, აგრეთვე მიმდინარე კვლევებისა და გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნების შესახებ.

 

გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, გამომცემლობები და ა.შ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031