გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის ბოტანიკურ ბაღში კაცის ცხედარი იპოვეს

23-08-2018

თბილისის ბოტანიკურ ბაღში კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა.


როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე სხვა ვერსიებიც განიხილება და შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.


შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"პია"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930