გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
43-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა

15-07-2023

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2023“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა.


მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფების მხარდაჭერით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა.


საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებასა და ამოცანით მართვის უნარების დახვეწას.


„ქარიშხალი 2023“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და ლოგისტიკის სარდლობის ქვედანაყოფები. სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილე ქვედანაყოფების შტაბების მიერ საბრძოლო ოპერაციების მართვისა და კონტროლის სისტემების პროცედურების დახვეწას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031