გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დაიწყო

29-08-2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში კომისია 24 საათიან რეჟიმში, 40-ზე მეტ ტელეარხს და 40-მდე რადიო მაუწყებელთან ერთად (მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია), ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც გაუწევს მონიტორინგს.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, კომისიის მიერ სპეციალურად შერჩეული მონიტორები განახორციელებენ. წინასაარჩევნო პერიოდში მედიას სულ 29 მონიტორი დააკვირდება.


მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წინა საარჩევნო რეკლამა, წინა საარჩევნო დებატები, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ასევე, წინა საარჩევნო აგიტაცია და საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები წარმოადგენს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930