გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა

20-08-2023

ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა.  ღონისძიებას  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე  ესწრებოდნენ.


ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის  ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.  აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი გასართობი ღონისძიებაც გაიმართა.


ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით  ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031