გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად შესაძლოა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნას

30-08-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ვიზიტს ეხმაურება და მას ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტად აფასებს.


„ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე ათწლეულია ძალიან სამაგალითოა. საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა პრაქტიკულად განაპირობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი დასავლეთის ქვეყნების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესს და პრაქტიკულად გამოიხატა კიდევაც საერთაშორისო რეგიონალურ პროექტებში, რომლებიც განხორციელდა. დღესაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ეს იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოება, თუ სხვა ეკონომიკური მიმართულება , ასევე ტურიზმის მიმართულება და ვაჭრობა. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ახალი ტალღაც დაიწყოს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნას ამ ვიზიტის შედეგად“-აცხადებს ცქიტიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930