გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა, გარდაცვლილია ერთი სამართალდამცველი

11-01-2018

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამართალდამცველების ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი პირი გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ნიკა ჭეჟიას თქმით, საავადმყოფიში ექვსი დაშავებული შეიყვანეს, მათგან ერთს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკაში შეყვანის შემდეგ დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728