გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა

3-10-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები.


ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ.


შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.


კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანია მშვიდობის მხარდაჭერა.


შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში − მარკ კლეიტონი, ინგლისის ეკლესიის ეროვნული მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში − ჯერემი მორისი, ინგლისის ეკლესიის მშვიდობის დესპანი − ჯეიმს მეგორანი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031