გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

9-10-2023

კასპის სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.

 

სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თამაზ ხუციშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე დაგებულია მწვანე საფარი, განთავსებულია ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობილია გარეგანათება.

 

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „დანი ქონთრაქშენმა“ განახორციელა.

 

სპორტული მოედანი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და დროის მიზნობრივად გამოყენებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930