გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბელგიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბრიუსელი უკრაინას F 16-ებს 2025 წელს გადასცემს

11-10-2023

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, ლუდივინ დედონდერის თქმით, ბელგია უკრაინისთვის F16-ების გადაცემას 2025 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.


არსებული ინფორმაციით, დედონდერს არ დაუკონკრეტებია რამდენ საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს ბელგიისგან უკრაინა. მას ასევე დასძინა, რომ ბელგია უკრაინელი მფრინავების მომზადებას განაგრძობს.


უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის საჰაერო ძალებს 45 F 16 აქვს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში გაუვათ. მომავალი წლიდან მათ ჩასანაცვლებლად ქვეყანა ყოველწლიურად 4-5 F 35-ს მიიღებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930