გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა2023“ აღინიშნა

22-10-2023

„კასპობა 2023“ -ის ფარგლებში დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული სანახაობები.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ადმინისტრაციული ერთეულის კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეთა მიერ გამოფენილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.


როგორც ყოველთვის, მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცე.
დღესასწაული მიულოცეს გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.


საზეიმო კონცერტში ადგილობრივი თვითმოქმედი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
საღამოს მაყურებლის წინაშე წარდგა ჯგუფი ,,LOUDspeakers''.
ღონისძიება ფოერვერკით დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031