გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ გლდანის მიმდებარე ტყის პირას მოქალაქემ შველი იპოვა

7-09-2018

112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სოფელ გლდანში გამოცხადდნენ, სადაც მოქალაქემ ტყის პირას შველი იპოვა. 
შველს ფეხზე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც თბილისის ზოოპარკში მოხდა მისი გადაყვანა, სადაც მას დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს. 
შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება და როდესაც მიბარებული შველი სრულად გამოჯანმრთელდება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930