გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ თეძმისხევში დასასვენებელი ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია

28-10-2023

ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თეძმისხევში ბავშვთა გასართობი სივრცის მიმდებარედ - დასასვენებელი ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია.

 

პროექტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შპს „27 იანვარი“ ახორციელებს.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა დეკორატიული ფილით მოპირკეთებული იატაკი, უკვე დამონტაჟდა მაგიდა და სკამები.

 

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930