გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ სასირეთში სპორტული მოედანი ეწყობა

5-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი შეემატება.

 

სოფელ სასირეთში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა დაწყებულია.
სპორტული მოედნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელებს.

 

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და დროის მიზნობრივ გამოყენებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728