გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

10-09-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აფრიკის დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვაზისუბნის დასახლების, მოსკოვის გაზირის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების (ნაწილობრივ), ავშნის, კვაჭანტირაძის, ჩოჩუას, ენუქიძის, რაზიკაშვილის, ლარსის, ჩხეიძის, პეტრიაშვილის, კეკელიძის, 8 მარტის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, ცხემის, ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის, შანიძის, ჭონქაძის, ჩიტაძის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, ბაღდავაძის, ხოშარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჟინვალის და ჭოპორტის ქუჩების, 11 საათიდან 18 საათამდე სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების, 11 საათიდან 14 საათამდე თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიქოძის და ლერმონტოვის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე ალმასიანის, ბერბუკის, ალექსიძის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის და ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე კი დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031