გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდებიან

11-09-2018

“ცენტრ პოინტი” M2-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახეხ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპესნიუსი” ავრცელებს.

რჩეულიშვილის თქმით, 10 დღეში M2 სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, ამის პარალელურად კი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და ისინი საპატიმროს დატოვებენ.

“ორ კვირაში M2 დაიწყებს სამუშაოებს რამდენიმე ობიექტზე. ამ სამუშაოების წარმოებისთვის “ცენტრ პოინტი” M2-ს თავისუფალ აქტივს გადასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, “ცენტრ პოინტი” ქირაობს M2-ს სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, თუმცა თანხის ნაცვლად მისცემს თავისუფალ ობიექტებს. პირველ ასეთ აქტივს ორ კვირაში გადავცემთ.“- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  გასული წლის 31 მარტს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა  მიუსაჯა. პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.


exclusivenews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031