4-12-2023
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით,ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიური ბანაკი Data Bootcamp-ი გაიმართა.
Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული Pitching-ის ტექნიკებს.
Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. Data Bootcamp-მა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ თბილისის ტექნოპარკში დასრულდა. პროექტში მონაწილეობდნენ 15 წელს ზევით პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები.
გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმისData Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |