გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა

12-09-2018

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა, დაშავდა ერთი. ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებული საქართველოს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 


ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ასევე იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


"საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად.


საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს განცხადება.




ipress.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930