გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“: ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ

6-02-2024

როდესაც უკრაინული მხარის გარკვეული წარმომადგენლები, საუბარია პოლიტიკოსებზე ცდილობენ, რომ საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციონ, აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობას.

 

კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც ამას მხარს უჭერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ე.წ. ექსპერტი, რომელიც ამავდროულად არის „სირცხვილიას“ აქტივისტი, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია.

 

„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურდათ მეორე ფრონტი, მძიმე სცენარების განვითარება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათი მორიგი გამოხატულებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728