გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსეთში ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

17-09-2018

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მოკლულია ავტორიტეტული ქართველი მეწარმე ბადრი შენგელია. რუსული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ბიზნესმენის მანქანას სულ მცირე, 6–ჯერ ესროლეს, რის გამოც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. თვითმხილველების განცხადებით, სროლის შედეგად შენგელიას თავის ქალის ნაწილი ჰქონდა წაცლილი.


ცნობისთვის: შენგელიამ მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც 2007 წელს მისი გამოისობით ცნობილი კრიმინალურ ავტორიტეტი ე.წ. „ტამბოვურუ“ დაჯგუფების ლიდერი ვლადიმირ ბარსუკოვ–კუმარინი დააკავეს. ქართველმა ბიზნესმენმა გამოძიებას მკვლელობებისა და ადამიანთა გატაცების თაობაზე დაკავებულის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. გარდა ამისა, შენგელია მოწმედ ფიგურირებდა საქმეში სახელმწიფო საგამოძიებო კომტეტის პოლკოვნიკ მიხეილ მაქსიმენკოს წინააღმდეგ, რომელსაც მრავალწლიან ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა ბრალი.



accent.com.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930