გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი: ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს და შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

18-02-2024

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.


როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროდ პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული და გაკეთებული განცხადებები შემდგომ დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას“.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმავე თამაშს თამაშობს, რასაც მიხეილ სააკაშვილი.


„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930