გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს: თქვენ წარმოადგენთ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა, გორიდან ჩამოიტანა აპარატურა რომ გაეხსნა - რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ

5-03-2024

თქვენ დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა და გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა, რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერს რომან გოცირიძეს.


მამუკა მდინარაძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფოს, ექიმების და რაც მთავარია, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით გვარდება.


„თქვენ წარმოადგენდით და დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა და გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა. რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, მშვენივრად ლაგდება იქ ყველაფერი, სახელმწიფოებრივად, სწორად, ექიმების ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების და რაც მთავარია პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და მაგით ნუ ისპეკულირებთ, გირჩევთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031