გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის

7-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს „ფეისბუქზე" ეხმაურება.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჟიული შარტავა ყველასთვის გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია.

 

"დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი  კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა.

მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს" - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031