გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ზიკილიაში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

7-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

ამ დროისთვის, სოფელ ზიკილიაში, ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულებულია და აქ მცხოვრები ახალგაზრდები უკვე სარგებლობენ თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურით. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.


დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930