გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვია

18-03-2024

საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია. 


თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. 


როგორც დახვედრის ცერემონიაზე აღინიშნა, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მაღალ დონეს და ხაზს უსვამს  საქართველოს მიმართ ალიანსის  მტკიცე მხარდაჭერას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031