გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერი კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

25-03-2024

ქალაქ კასპში გრძელდება ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


კასპის მერიის ინფომრაციით, მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გაეცნო. შენობაში ამჯერად სველი წერტილების მოწყობა და მეორე სართულის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.


კულტურის სახლს, რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება სამუშაო და სამეცადინო პირობები,    ფუნქციონალურად კი მეტად დაიტვირთება.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031