გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავში მე-7 სართულიდან კაცი გადახტა

24-09-2018

რუსთავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან კაცი გადახტა.

შემთხვევა, რუსთავის მე-19 მიკრორაიონში, გვიან ღამით მოხდა.


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, თუმცა ადგილზე მისულ მედიკსოებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.


როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


pia.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930