გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია -შეუძლებელია გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ

5-04-2024

შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაუშვებელი და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ცხადია, ეს ინიციატივა არანაირ პროექტს, არანაირ მხარდაჭერას ხელს არ შეუშლის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შშმ პირების განცხადებას, რომლებმაც მოუწოდეს "ქართულ ოცნებას", არ მიიღონ გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებული კანონპროექტი.


იონათამიშვილის განცხადებით, შეუძლებელია საზოგადოება გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს, მით უმეტეს, როდესაც ვინმეს პოზიტიური წვლილი შეაქვს ნებისმიერი, მათ შორის, შშმ პირების გაძლიერების მიმართულებით.


"შეუძლებელია, ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ და გამჭვირვალეობას არ ვუჭერდეთ მხარს. მით უმეტეს, თუ ვინმე ახორციელებს პოზიტიურ კონტრიბუციას ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის, შშმ პირთა გაძლიერების მიმართულებით, ამის გამჭვირვალეობის ინტერესი არ ჰქონდეს ნებისმიერ აქტორს. პირიქით, ეს ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს და საზოგადოება მადლობასაც კი ეტყვის ნებისმიერს, ვინც ამ მხრივ პოზიტიურ წვლილს აფიქსირებს" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930