გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ადამიანები გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ კანონის მიღების

16-04-2024

„ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უკან არ დავიხევთ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.


მისივე თქმით, დღეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის.


„ჩვენი ბრძოლა სამშობლოსთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, იდენტობისთვის და კულტურისთვის დღეს აქ გადის.

შეხედეთ ამ მავნებლებს, რას სჩადიან, რას ქადაგებენ, რას ითხოვენ და ვისი წარმომადგენლები არიან. მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებებისა ქართველ ხალხს გავლებული აქვს ხაზი და დარწმუნებულები ვართ, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. და რა არის ეს საქმე? ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.


ეს ადამიანები [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები], გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ ამ კანონის მიღების. იციან, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება რა თანხა აქვთ აღებული სხვადასხვა ქმედებისთვის.


ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უკან არ დავიხევთ,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728