გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა

27-09-2018

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.


გავრცელებული ინფორმაციით, მას უთანხმოება „ქართულ ოცნებასთან“ და მაჟორიტარ დეპუტატთან ჰქონდა.


არჩევნებამდე ჭიათურის მერის მოვალეობას, მერის მოადგილე, გივი მოდებაძე შეასრულებს.


„ჩემთვის ცნობილია, რომ პაატამ საკუთარი სურვილისამებრ მიიღო ეს გადაწყვეტილება და სურვილისამებრ გააკეთა განცხადება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ არის ეს იურიდიული კუთხით, მან უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკრებულოს პროცედურულად მიმართა. საკრებულო აღნიშნულ ფაქტს ცნობად მიიღებს. არჩევნებამდე კიმოვალეობას შევასრულებ მე. ჩემთვის არ არის ცნობილი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მან,“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930