გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში  ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება

3-10-2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში  ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება.


ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს  საშუალება ექნება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და  საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით სრულად ისარგებლონ.

 

„ეს არის რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილება. შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა. ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით. ეს გახლავთ ყველა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. ყველა უწყებას მიეცემა დავალება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031