გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა

4-10-2018

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი ქედის მუნიციპალიტეტში გადაიყვანეს. საგზაო შემთხვევა ქედაში სოფელ მახუნცეთში მოხდა.


მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევის დროს სხვა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.


როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.



ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930