გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ზემო რენეში ხელოვნურსაფარიანი მოედანი ეწყობა

21-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაო დაიწყო.


მოედნის მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა სოფლის ახალგაზრდების მომართვიანობის შედეგად დაიგეგმა.


მიმდინარე წელს მოედნები მუნიციპალიტეტის  კიდევ 6 სოფელში - ახალქალაქში, კავთისხევში, მიქელწყაროში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, საქადაგიანოსა და ხვითში მოეწყობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930