გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის #3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა

7-07-2024

ქალაქ კასპის #3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა.


იუბილეს ესწრებოდნენ  სხვადასხვა  თაობის ყოფილი აღსაზრდელები, აღმზრდელები და მშობლები, რომლებმაც გაიხსენეს სწავლის და მუშაობის ეპიზოდები.


საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს იუბილე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მიულოცეს.


ვახტანგ მაისურაძემ საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადა აღსაზრდელებზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობისთვის, წარმატება უსურვა და  როგორც ყოველთვის   მხარდაჭერა აღუთქვა.


საბავშვო ბაღში რომელსაც 12 წელია თეა ქუტაშვილი ხელმძღვანელობს,   შექმნილია ყველა პირობა პატარების  სკოლამდელი განათლების სათანადო გარემოში  მიღებისათვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930