გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია "პირველი" დატოვა

16-01-2018

ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია "პირველი" დატოვა, - ამის შესახებ "აიპრესს" ნინო შუბლაძემ განუცხადა.

სად გააგრძელებს მუშაობას, ამაზე ნინო შუბლაძე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ამბობს, რომ აქვს შემოთავაზება კომუნიკაციების მიმართულებით, თუმცა დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული, ამიტომ დეტალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

დეტალების დაზუსტების შემდეგ, შუბლაძის დამატებით კომენტარს შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, ნინო შუბლაძე ტვ "პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობდა. "პირველში" მუშაობამდე ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. შუბლაძე ასევე მუშაობდა "რუსთავი 2"-შიც, სადაც გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.



ipress.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31