გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რა ბიზნეს ფლობდა მოკლული სამსონ ქუთათელაძე და ვინ არიან მისი ბიზნესპარტნიორები?

16-01-2018

საკუთარ კაბინეტში მოკლული ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე შპს "ერთობა"–ს თანამფლობელი გახლდათ. სწორედ აღნიშნული შპს ფლობს რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრობას. კომპანიაში სამსონ ქუთათელაძე 29 პროცენტიანი წილის მფლობელი გახლდათ, 28–28 პროცენტს ებრაელი ბიზნესმენები უზიელ ნონი და დავით შატო–შათაშვილი ინაწილებენ, 15 პროცენტის მფლობელი კი თვთმართველი ქალაქი რუსთავია.


სამეწარმეო რეესტრში სამსონ ქუთათელაძის სახელზე სხვა ბიზნესი არ ფიქსირდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ასევე ფლობდა რამდენიმე სხვა ბიზნესსაც, მათ შორის რესტორანს.


მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი და ამჟამად ბიზნესმენი, 54 წლის სამსონ ქუთათელაძე დღეს საღამოს საკუთარ კაბინეტში მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.


მკვლელობის მოტოვი და თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 108–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.



primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031