გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

7-08-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში 17,9 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930