გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო

3-09-2024

კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულებული სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას ახალგაზრდების ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.


სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031