გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

15-10-2018

პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს.


ჯაფარიძე ადასტურებს, რომ საპატიმროში მირზა სუბელიანს ნამდვილად შეხვდა, თუმცა, როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განაცხადა, სუბელიანი არაადექვატური იყო.


„სიმართლე რომ გითხრათ, ერთი ყურით ვუსმენდი და მეორეში ვუშვებდი. ვიფიქრე, ეს ვერ არის კარგად, რას ლაპარაკობს-მეთქი. არაადეკვატურად ლაპარაკობდა.  ჯერ ეს ერთი, როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი ასეთ რაღაცებს რომ აკეთებდეს ის ამას მე უნდა მომიყვეს?  მე არ ვარ ის პირი, რომ ჩემთვის მოეყოლა. ერთადერთი რჩევა მივეცი, რომ მარტო ნუ ხარ საკანში-მეთქი. მისი ნათქვამი ყველაფერი არასერიოზულად ჩავთვალე,“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა წუხელ საპატიმროში გაკეთებული ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ერთ-ერთი ფიგურანტი ვიქტორ ჯაფარიძეა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31