გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა

16-10-2018

მირზა სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, დღეს პროკურატურის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა არ მოხდება, რადგან სუბელიანი  სტრესული მდგომარეობაში იმყოფება.


ადვოკატის თქმითვე, მირზა სუბელიანს გუშინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.


“მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გამოკთხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენთანაც არ უსაუბრია, ვინაიდან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია და მისი გამოკითხვა ფიზიკურად შეუძლებელია. მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა.  აქედან გამომდინარე,  დღეს გამოკითხვა ვერ ჩატარდება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930