გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს სოფელ ლამბალოდან 17 წლის გოგოს დაკარგვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

16-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ლამბალოდან 17 წლის გოგოს დაკარგვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ამ დრომდე  ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.


„მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა მ.გ.-ს შეტყობინება სოფელ ლამბალოდან მისი 17 წლის შვილის - ჰ.მ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხულნი არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ.

 

გამოძიების დაწყებიდან დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31