გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: 12 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა

2-10-2024

„რომ არა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერი დღეს საქართველო არ იქნებოდა“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი, პირველი ოქტომბრის მსგავსი დღე საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება.


„12 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა. რომ არა 1-ელი ოქტომბერი დღეს საქართველო არ იქნებოდა. ქვეყანა იქნებოდა გახვეული ომის ქარცეცხლში, განადგურებული და სახელმწიფოებრიობა მომსპარი. კიდევ ერთი, პირველი ოქტომბრის მსგავსი დღე გველოდება 26 ოქტომბერს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ საგარეო და საშინაო მტერს, რომ საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728